ჩვენი სკოლის სახელის რეგისტრაცია შეუძლებელია

English Slovenčina Deutsch Russian Lithuania Hebrew Georgia Thai

EduPage თითოეულ სკოლას საშუალებას აძლევს შექმნას საკუთარი EduPage საიტი. ამიტომაც, შესაძლოა რომელიმე სხვა სკოლამ უკვე აირჩია სახელი, რომელსაც თვლით რომ თქვენი სკოლა უნდა იყენებდეს.

მაგალითად, თუ ქალაქ თბილისის მეოთხე საჯარო სკოლამ შექმნა EduPage საიტი სახელით school4.edupage.org ეს სახელი სამუდამოდ დარჩება ამ სკოლისთვის. თუ სხვა ქალაქის მეოთხე საჯარო სკოლას სურს იგივე სახელით შექმნას საიტი, ეს შეუძლებელი იქნება, მაგრამ შესაძლებელია გამოიყენონ სხვა ნებისმიერი სახელი, მაგ. skola4.edupage.org ან მსგავსი.

თუ თვლით, რომ ვინმე მიზანმიმართულად ბლოკავს თქვენი სკოლის სახელს ან ცდილობს თქვენი სკოლის იდენტობის იმიტირებას, გთხოვთ მოგვწეროთ შემდეგ მისამართზე: info@mssolutions.ge და ჩვენ ერთად ვიპოვით გამოსავალს.